კოსტა-რიკაში ფეხბურთის ყურებისას სამი ადამიანი დაჭრეს
მასობრივი შეტაკებების შედეგად კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეში სამი ადამიანი დაჭრეს.
ათასობით კოსტარიკელი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მუნდიალის მეოთხედფინალური მატჩის საყურებლად შეიკრიბა, რომელშიც მათი ეროვნული გუნდი ჰოლანდიის ნაკრებს ხვდებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი. მასობრივი ჩხუბის შედეგად ორი ადამიანი დანით არის დაჭრილი, ხოლო ერთს ბოთლით მიაყენეს ჭრილობა.
შეგახსენებთ, რომ პენალტების სერიაში შეხვედრა ჰოლანდიელებმა მოიგეს.