ვის დარჩება სანჩესი?
ხმების თანახმად, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ლუი ვან გაალს შეეცილება და მზადაა თავისი თანამემულე, ალექსის სანჩესი შეიძინოს და “ბარსელონას” მის სანაცვლოდ 40 მლნ. ფუნტი გადაუხადოს.
25 წლის სანჩესმა ხელმძღვანელობასა და ახალ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს განუცხადა, რომ ახალი გამოწვევა სურს და შესაძლოა “ნოუ კამპი” დატოვოს.
ჩილელი ვარსკვლავი “ბარსელონას” “უდინეზედან” 20 მლნ. ფუნტად შეუერთდა და მას შემდეგ კატალონიური კლუბის ფორმით 88 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა.
მიმდიანრე სეზონში საკლუბო და სანაკრებო დონეზე კარგმა თამაშმა, ევროპის ტოპ-კლუბების ყურადღება მიიპყრო, რომელთა შორისაც გარდა “მანჩესტერ იუნაიტედისა” არიან “არსენალი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი”.
ხმების თანახმად სანჩესი ლუი სუარესის ტრანსფერში იქნა გამოყენებული, თუმცა თავად ჩილელმა უარი განაცხადა “ლივერპულში” თამაშზე და ისიც დაამატა, რომ “წითლების” რიგებს არ შეუერთდება.
Mundo Deportivo-ს თანახმად, სანჩესმა “არსენალი” აირჩია და სწორედ “ემირეიტსზე” სურს გადასვლა.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/