ჯიბრილ სისე კარიერას ლიგა 2-ში გააგრძელებს
ფრანგული პრესის ცნობით უახლოეს მომავალში ჯიბრილ სისე ლიგა 2-ის ბინადარ კლუბ “ოლიმპიკ ნიმთან” გააფორმებს კონტრაქტს.
შეგახსენებთ, იანვარში 32 წლის სისემ “ბასტიასთან” გაახანგრძივა კონტრაქტი, თუმცა როგორც ჩანს მხარეებმა თანამშრომლობის შეწყვეტა ამჯობინეს.
ჯიბრილ სისეს დაუცავს ისეთი კლუბების ღირსება როგორებიცაა: ლივერპული, პანათინაიკოსი, ლაციო და მარსელი. იყო საფრანგეთის ნაკრების წევრი.