“დინამოს” ბოლო სპარინგი ჰოლანდიაში
დინამოელებმა ჰოლანდიურ შეკრებაზე ბოლო სპარინგი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი- დნიპრო გახლდათ. შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შიქმნა, ლორიამ სელეზნიოვის ახლო მანძილიდან დარტყმული თავური მოიგერია. მალე დინამოლებმა პირველი ზუსტი და სახიფათო დარტყმა განახორციელეს, მაგრამ გრიგალაშვილს ლაშტუვკამ აუღო. ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა. მცირე უყურადღებობა სტანდარტის დროს და ფედეცკის პასით სელეზნიოვმა ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა. ტაიმის ბოლო წუთზე სტანდარტის შესრულების უფლება დინამოელებმა მიიღეს. მერებაშვილმა კარგად ჩააწოდა, დოსუდილი ოდნავ შეეხო ბურთს და ანგარიში გაათანაბრა. ეს ჩეხის სადებიუტო გოლი გახლდათ დინამოს მაისურით. მეორე ტაიმი დნიპრომ აქტიურად დაიწყო, მაგრამ დინამოელებმა მალევე მოახერხეს ჯერ თამაშის მოედნის ცენტრში გადატანა, შემდეგ კი ინიციატივის ხელში აღება. ცინცაძეს, ჯორდას და მარცვალაძეს შეეძლოთ გატანა, მაგრამ ანგარიში ბოლო წუთამდე არ შეცვლილა. შეხვედრის მიწურულს უკრაინელებმა ორი მწვავე შეტევა განახორციელეს, პირველ შემთხვევაში სელეზნიოვის დარტყმის შემდეგ გუნდი ლორიამ გადაარჩინა, ბოლო წუთზე კი სვატოკის ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმულს ვერც მან მოუხერხა რამე. 2:1 უკრაინელთა სასარგებლოდ.
დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: ომარ მიგინეიშვილს, ნიკა დაუშვილს, გიორგი ხიდეშელს, ირაკლი ძარიას, საბა ლობჟანიძეს, ჯაბა ჯიღაურს, ლაშა პარუნაშვილს, გიორგი ჩირგაძეს და ჩისკო მუნიოსს.
შეხვედრას არნემში ჩვენი კლუბის პრეზიდენტი- რომან ფიფია ესწრებოდა. მატჩს ვიტესის ქართველი ფეხბურთელები, ჩვენი გუნდის ექს-კაპიტანი- გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილიც ესწრებოდნენ.
დინამო: ლორია, გველესიანი, დოსოუდილი, თოთაძე, გრიგალაშვილი (64-ხურცილავა), შერგელაშვილი (75-კვირკველია), ჯანელიძე (46-რაფა გარსია), პაპავა (64-ცინცაძე), გორგიაშვილი (64-პაპუნაშვილი), მერებაშვილი (64-მარცვალაძე), ვუო (64-ჯორდა)
დნიპრო: ლაშტუვკა, ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, სტრინიჩი, კანკავა, პოლოტილო, მათეუსი, ბრუნო გამა, კონოპლიანკა, სელეზნიოვი
FCDinamo.GE