WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (188890) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრევიუ: ბრაზილია – გერმანია

თარიღი: ივლისი 8, 2014

მუნდიალის პირველ ფინალისტს ბრაზილია და გერმანია გამოავლენენ.

ტრადიციული მეტოქეები ამჯერად ნახევარფინალში ხვდებიან ერთმანეთს. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალური თემა ნეიმარის ტრავმა იყო. ბრაზილიელთა მთავარი ვარსკვლავი და იმედი 1/4 ფინალურ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო გერმანელებთან საკუთარ გუნდს ვერ დაეხამრება.

სკოლარის მკაცრს სათამაშო მანერაში ნეიმარს დიდი როლი ენიჭებოდა. ფაქტობრივად ის იყო ის ერთადერთი ადამიანი გუნდში, ვისაც მოქმედების თავისუფლება, იმპროვიზაციის საშუალება ეძლეოდა. პენტაკამპეონებს ნეიმარის შესაცვლელად რამდენიმე კარგი მოთამაშე ჰყავთ, თუმცა ნეიმართან ერთად ბრაზილია გაცილებით ძლიერია.

ბრაზილიელთა კიდევ ერთი მტკივნეული დანაკლისი ტიაგო სილვაა. გუნდის კაპიტანი ნახევარფინალურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. სილვას შემცვლელად დაცვის ცენტრში დანტე მოიაზრება, ხოლო ნეიმარს დიდი ალბათობით ვილიანი შეცვლის. ძირითადში მოსალოდნელია ლუის გუსტავოს დაბრუნებაც.

გერმანიის ნაკრებში დანაკლისი არ არის. ლიოვი ნახევარფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. წინა შეხვედრასთან შედარებით ცენტრალური თავდამსხმელი პოზიციაზე მიულერის დაბრუნებაა სავარაუდო. ფლანგზე კი გიოტცე ან შურლე ითამაშებენ. სხვა მხრივ ცვლილებები გერმანიის ნაკრებში მოსალოდნელი არ არის.

ბრაზილია – გერმანია

სავარაუდო შემადგენლობები:

ბრაზილია: ჟულიო სეზარი – მაიკონი, დანტე, დავიდ ლუისი, მარსელო – ლუის გუსტავო, ფერნანდინიო – ჰალკი, ოსკარი, ვილიანი – ფრედი. 

გერმანია: ნოიერი – ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი – ხედირა, შვაინშტაიგერი, კროოსი – იოზილი, მიულერი, შურლე. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Brazil_Germany_GEO



მსგავსი სიახლეები