“საბურთალომ” და “მარბურგმა” ორ-ორჯერ გაიტანეს
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პირველი შეხვედრა ბერლინში, სადაც 2001 წლიანებს შორის საერთაშორისო ფესტივალი იმართება – გერმანიის “მარბურგსა” და “საბურთალოს” გუნდებს შორის დაპირისპირება შედეგიანი გამოდგა და ფრედ, 2:2 მორჩა.
თავდაპირველად მასპინძლები ორ ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა ძალების მობილიზება მოახერხეს და ჯერ ანგარიში შეამცირეს, შემდეგ კი გათანაბრება მოახერხეს. პირველი ბურთი გეგა ფაცაციამ გაიტანა, გამთანაბრებელი გოლი კი ამიკო ნოზაძემ შეაგდო.
დარჩენილ დროში “საბურთალოს” კიდევ ორჯერ შეექმნა მეტოქის კარის აღების საშუალება, მაგრამ ერთ ეპიზოდში მოწინააღმდეგეს მეკარემ იყოჩაღა, მეორედ კი ბურთი ახლო მანძილით ასცდა მეტოქის კარის ჩარჩოს.
მომდევნო შეხვედრას მოზარდები დღესვე გამართავენ – თბილისის დროით 15:10 საათზე საბურთალოელები იტალიელებთან მოსინჯავენ ძალებს.