ბირსა იჯარით “კიევოში” ითამაშებს
იტალიური “მილანის” ნახევარმცველი ვალტერ ბირსა 2014-15 წლების სეზონში “კიევოს” ღირსებას დაიცავს. სლოვენიელი ფეხბურთელი ახალ კლუბში იჯარის წესით გადაბარგდა.
“მიხარია, რადგან “მილანში” ჩატარებული სეზონის პირველი ნახევარი კარგი გამოდგა, რასაც მეორეზე ვერ ვიტყვი. მადლობას ვუხდი “კიევოს” ხელმძღვანებლობას, რადგან მათ ჩემი შესაძლებლობების სჯერათ. შევეცდები, ახალ კლუბში ბოლომდე დავიხარჯო და გულშემატკივრები გავახარო”, – ამბობს ბირსა.