არგენტინა მუნდიალის ფინალშია
არგენტინის ნაკრებმა ფინალის საგზური პენალტების სერიაში მოიპოვა.
გერმანიისა და ბრაზილიის ნახევარფინალს შემდეგ ჰოლანდია-არგენტინის შეხვედრამ მეორე პანზე გადაინაცვლა.
ორივე გუნდის მწვრთნელემა საკმაოდ პროგნოზირებადი შემადგენლობები დააყენეს. მოსალოდნელი სცენარით განვითარდა თვითონ მატჩიც. არგენტინელებმა გაცილებით სუსტ მეტოქეებთანაც შედეგზე ითამაშეს და გასაკვირი არ იყო, რომ ალბისელესტე ჰოლანდიელებთანაც ფრთხილ ტაქტიკას მიანიჭებდა უპირატესობას.
არგენტინელებმა მეტოქეს საკუთარი თამაშის თამაში აიძულეს. მატჩის დიდი ნაწილი ორთაბრძოლებისგან შედგებოდა. შეტევაში აქტიურად არც ჰოლანდიელები მიდიოდნენ და აქცენტს გრძელ გადაცემებზე აკეთებდნენ.
გუშინდელ შეხვედრაში კრეატიულობის მხრივ ორივე გუნდს საკმაო პრობლემები ჰქონდა, რაზეც პირველ ნახევარში კარისკენ დარტყმების ძალზედ მცირე რაოდენობა მეტყველებს.
შესვენების შემდეგ თანაბარ თამაშში უპირატესობის მოპოვების მცდელობა ჰოლანდიელებს ჰქონდათ. ვან გაალის შეგირდები უფრო აგრესიულები და მოტივირებულები ჩანდნენ. თუმცა, არგენტინელები იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და არჩეულ ტაკქტიკას არ გადაუხვიეს.
რეალური საგოლე მომენტის შემქნა მხოლოდ კომპენსირებულ დროში მოხერხდა. სნეიდერის კარიგ გადაცემის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე რობენი აღმოჩნდა, თუმცა მაშერანომ მდგომარეობის განმუხტვა შესძლო.
ფინალისტის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო. ჰოლანდიელებს მიმდიანრე ტურნირზე ასეთი გამოცდილება უკვე ჰქონდათ, თუმცა ამჯერად მეტოქე უფრო ზუსტი იყო. არგენტინელება ყველა დარტყმა გამოიყენეს და ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც გერმანულ მანქანას დაუპირისპირდებიან.