ლიორისმა ტოტენჰემთან გაახანგრძლივა
“ტოტენჰემის” მეკარემ უგო ლიუორისმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ხუთი წლით გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის მეკარე “ტოტენჰემის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს.
“კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე და ვიცი, რომ ჩვენს გუნდს დიდი გეგმები აქვს. აქ თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ, ეს ჩემი ოჯახია. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს გულშემატკივრებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაურისიო პოჩეტინოს სახით ძალზედ ამბიციური მწვრთნელი გვყავს” – განაცხადა ლიორისმა.