მუნდიალის წყალობით ბელგიელი გოგონა მოდელი გახდა
ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის წყალობით 17 წლის ბელგიელი გოგონა აქსელ დესპიგელარი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას ცნობილი კომპანიები სამოდელოდ იწვევენ.
მუნდიალზე ბელგიის ნაკრების მონაწილეობით გამართულ მატჩებში აქსელ დესპიგელარი არაერთხელ მოხვდა როგორც ფოტო, ასევე ვიდეოობიექტივში. სამშობლოში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელში მეგობრობის ათი ათასამდე თხოვნა ჰქონდა. მისმა თაყვანისმცემლებმა სპეციალური გვერდიც შექმნეს, რომელმაც მალევე მოიპოვა ვერიფიკაცია. გარდა ამისა, ფრანგულმა კოსმეტიკურმა კომპანია „ლორეალმა“ 17 წლის გოგონა სამოდელოდ მიიწვია. ცნობილმა ფირმამ აქსელს ხელსაყრელი კონტრაქტი და კომპანიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობა შესთავაზა, რასაც სოლიდური ანაზღაურებაც მოჰყვება.