სფფ ზესტაფონის ახალწვეულებს არ არეგისტრირებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია “ზესტაფონის” ახალწვეულებს არ დაარეგისტრირებს, თუმცა ევროპა ლიგის განაცხადში მაინც შეიყვანს.
დვალის, გელაშვილის, ხიზანეიშვილის, გვალიასა და ტუღუშის კონტრაქტებს ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო იმ პირობით დაარეგისტრირებს, თუ უახლოესი ერთი კვირის ვადაში ფეხბურთელსა და კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში, ერთ-ერთ პუნქტს, სადაც დავებზეა საუბარი, კლუბი ჩაასწორებს და მიუთითებს, რომ ის დავების განმხილველ ორგანოდ სპორტულ ტრიბუნალს აღიარებს.
ღიად რჩება ფინანსური მონიტორინგის საკითხი, რომლის ვადა 15 ივლისს იწურება. შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონს” სპორტულმა არბიტრაჟმა რამდენიმე ყოფილი მოთამაშისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა, თუმცა იმერული კლუბი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. საკითხს ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შემდეგ კი უეფა განიხილავენ.