სერგო ფუტკარაძე: “ზესტაფონს ევროპა ლიგიდან მოკვეთა არ ემუქრება”
ფეხბურთის ფედერაციაში “ზესტაფონის” საკითხთან დაკავშირებით გამართული პრეს-კონფერენციის შემდეგ იმერული კლუბის პრესატაშეს სერგო ფუტკარაძეს დავუკავშირდით და შექმნილ ვითარებაზე კომენტარი ვთხოვეთ.
სერგო ფუტკარაძე: “ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ე.წ არბიტრაჟს არ ვაღიარებთ. აღნიშნული ორგანიზაციის შექნის დღიდან ჩვენ საკმაოდ ბევრი კითხვა გვქონდა.
მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ცოტა უცნაურად ჟღერას ჭკუის სწავლება იმ ხალხისგან, რომლებიც დებულების სრული დარღვევით ცვლიან ჩემპიონატის ფორმატს, ლიცენზიის არქონის გამო ჯერ აუქმებენ პლეი-ოფს, შემდეგ კი უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობას ზრდიან.
შექმნილი ვითადებიდან გამოსავალს სამართლებრივი გზით არბიტრაჟის არაკანონიერების დამტკიცებაში და ამ ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებაში ვხედავთ.
დღეს, პრესაში ჩვენი ევროპა ლიგიდან მოკვეთის შესაძლებლობაზეც გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ეს უბრალოდ სიცრუება. არ ვიცი ვის რაში სჭირდება მსგავსი აბსურდული განცხადებების გავრცელება.
უეფაში საქმე სერბ მწვრთნელთან დაკავშირებით გვაქვს, თუმცა ის უკვე დასკვნით სტადიაშია და ფაქტობრივად ყველაფერი მოგვარებულია.
ძალიან სასიამოვნოა, რომ გონიერება იმარჯვებს და პრესშიც და გულშემატკივრებშიც საღი აზრი დომინირებს.
აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო, და გულშემატკივარს ვუთხრა, რომ უეფას მიერ შეცვლილი გადაწყვეტილების საფუძველზე ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საფეხბურთო კლუბის “ზესტაფონი” 17 ივლისს ნაცვლად გასვლითი მატჩისა, საკუთარ მოედანზე ჩაატარებს”