ივერიაბეთმა წყალბურთის ნაკრების მხარდასაჭერად სპეციალური ფსონი დააწესა
ტოტალიზატორმა ივერიაბეთმა საქართველოს წყალბურთის ნაკრების მხარდასაჭერად სპეციალური ფსონი დააწესა.
ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში 14 ივლისიდან 27 ივლისამდე უნგრეთის დედაქალაქში ბუდაპეშტში გაიმართება. ჩემპიონატზე 12 გუნდი და მათ შორის საქართველოს ნაკრები იასპარეზებს.
ივერიაბეთის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში 3 ან მეტი თამაშის მოგების შემთხვევაში კოეფიციენტი იქნება 16.00, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნაკრები ვერ მოიგებს 3 ან მეტ თამაშს, ივერიაბეთი უკან დააბრუნებს განთავსებული თანხის 50%-ს!
„ჩვენ გვჯერა საქართველოს ნაკრების და ჩვენი ბიჭების მხარდასაჭერად გულშემატკივრებს სპეციალურ ფსონს ვთავაზობთ. თქვენი მოგება რეალურია, ხოლო თქვენი წაგება მინიმალური,“ – აცხადებენ ივერიაბეთში.
სპორტული ინტერნეტ ტოტალიზატორი ივერიაბეთი, „სამორინე ივერიას“ ახალი ინტერნეტ-პროექტია. ვებ-გვერდი iveriabet.com ოფიციალურად 2014 წლის 5 ივნისს გაიხსნა და ბაზარზე საკმაოდ წარმატებით და აქტიურად ვითარდება.