მზადება ზესტაფონში გაგრძელდა
”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონის დაწყებისათვის მზადებას განაგრძობს. ახალი სეზონი კი ჩვენი გუნდისთვის 17 ივლისს საშინაო მატჩით გაიხსნება – უეფას ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში იმერლები ტრნავას საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” უმასპინძლებენ.
ავსტრიიდან 10 ივლისს დაბრუნებულმა მარგველებმა მზადება გუშინ გააგრძელეს და სლოვაკებთან მატჩისათვის სწორედ საკუთარ ბაზაზე ემზადებიან.
ზემოიმერლები სრული შემადგენლობით ვარჯიშობენ. სასიამოვნოა, რომ ვარჯიშს შეუდგა ირაკლი ქობალია. ფორვარდი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც გაიკეთა, გარკვეული დროის განმავლობაში ინდივიდუალური პროგრამით მოემზადება.
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური