იმერელთა ამხანაგური დერბი ზესტაფონში
ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, რომელშიც გასული ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსან ს/კ „ზესტაფონს“ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ეწვია, სადაც 17 ივლისს ზესტაფონელთა მეტოქე უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სლოვაკური „სპარტაკი“(ტრნავა) იქნება.
იმერლების ურთიერთშეხვედრა ამჯერადაც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. როგორც გია გეგუჩაძემ,ასევე რევაზ ძოძუაშვილმა თავიანთი გაწვრთნილი გუნდები მეტწილად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით გაიყვანეს მოედანზე. „ტორპედო“ მეტოქეს ბურთის კონტროლის გარდა, სხვა არცერთ სათამაშო კომპონენტში არ ჩამოუვარდებოდა, რიგ ეპიზოდებში კი უკეთაც გამოიყურებოდა, თუმცა თავიდან მდევრის რანგში აღმოჩნდა. 21-ე წუთზე, „ზესტაფონში” დაბრუნებულმა ფორვარდმა ნიკოლოზ გელაშვილმადააწინაურა მასპინძლები – 1:0. 32-ე წუთზე, ანგარიში მას შემდეგ გათანაბრდა, რაც ჩიკვილაძემ დაარტყა საჯარიმოს ფარგლებს გარედან, მეკარემ გამოაგდო ბურთი და დამატებაზე ყველას ოთარ კვერნაძემდაასწრო – 1:1. 54-ე წუთზე კი თამაშის საბოლოო ანგარიში ასე დაფიქსირდა – კვერნაძემ ჩიკვილაძის უზადო გადაცემა შეირგო, მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შესრულებული დუბლით „ტორპედოს“ მოაგებინა – 1:2.
„ტორპედო“: ბობღიაშვილი, ტაბატაძე, თოდუა, მახვილაძე, ადამაძე, ჩაკვეტაძე(ბერუაშვილი 72), ჩიკვილაძე(კვასხვაძე 62), ბენაშვილი(ზ. გელაშვილი 46), მარკოზაშვილი(კიკნაველიძე 57), ფიფია(ბაბუნაშვილი 49), კვერნაძე(ქებურია 78).
ს/კ “ზესტაფონის” პრეს-სამსახურის ფოტო
FCTorpedo.GE