ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი შევარდენს ესტუმრა
დღეს შევარდენის სანაკრებო ბაზას მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ – საქართველოში სამუშაო ვიზიტზე მყოფი ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი მიურეი მაქქალი შევარდენზე რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესა და ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს შეხვდა.
მინისტრმა შევარდენის სანაკრებო ბაზა დაათვალიერა. მან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასსზე, იგი დაესწრო საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების მატჩს.
გიორგი ნიჟარაძემ სტუმარს ბორჯღალოსნების კვართი და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შეხვედრის დასრულებისას მიურეი მაქქალიმ ბორჯღალოსნებს მომავალ მსოფლიო თასზე წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ მილენიუმზე გასამართი შეხვედრა ბორჯღალოსნებსა და ოლ ბლექსს შორის ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება.
Rugby.ge