მარგველთა ხუთი ახალწვეულის წარდგენა
2014 წლის 15 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონმა” საზოგაებას წარუდგინა გუნდის ხუთი ახალწვეული. ჯაბა დვალს, ნიკოლოზ გელაშვილს, ოთარ ხიზანეიშვილს, ლაშა გვალიასა და ბექა ტუღუშს პერსონალური ნომრებით დამშვენებული “ზესტაფონის” მაისურები გადაეცათ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ხუთი ახალწვეული ჰყავს: იმერულ გუნდში დაბრუნებული ფორვარდები ჯაბა დვალი (№ 9) და ნიკოლოზ გელაშვილი (№ 11), მცველი ოთარ ხიზანეიშვილი (№ 33), ნახევარმცველი ლაშა გვალია და თავდამსხმელი ბექა ტუღუში (№ 88).
აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” რიგები დატოვა თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ.
ჩვენ კი გუნდის ახალწვეულთათვის პერსონალური მაისურების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური