ქართველმა 20–წლამდელებმა ჰოლანდიასთან მეორე ტაიმში წააგეს
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ისევ დამარცხდა – ამჯერად ჰოლანდიასთან. როგორც ყოველთვის, ქართველებმა ამჯერადაც კარგად დაიწყეს თამაში და მეტოქეს პირველი ტაიმიც მოუგეს, მაგრამ საბოლოო წარმატების მოსაპოვებლად ძალები აღარ შერჩათ და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი სხვაობით – 51:73 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აღარ ჰქონდა, თუმცა ეს ოდნავადაც არ აკნინებდა ჰოლანდიასთან შეხვედრის მნიშვნელობას. საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 15:12 მოიგო, მეორე კი 12:14 დათმო და დიდ შესვენებაზე 1–ქულიანი უპირატესობით გავიდა – 27:26.
ცუდ ჩვეულებად იქცა, რომ საქართვეოს ნაკრები მატჩის დასკვნით ნაწილს ცუდად ატარებს. ამჯერადაც ასე მოხდა. დავით უსტიაშვილის გუნდმა მესამე პერიოდი 11:19 წააგო და ვითარება ვერც ბოლო პერიოდში გამოასწორა. საბოლოოდ ქართველები 22 ქულით დამარცხდნენ, რითაც ჰოლანდიას ჯგუფიდან გასვლის შანსი გაეზარდა.
ქართველთაგან 10–ქულიან ზღვარს 2 კალათბურთელი ასცდა – ბექა ბურჯანაძემ 17 ქულა მოაგროვა, ხოლო ირაკლი მიქელაძემ – 11.
საქართელოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ხვალ დაასრულებს. უსტიაშვილის გუნდი თბილისის დროით 17:00 საათზე შვეიცარიას შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 15 ივლისი
საქართველო 51:73 ჰოლანდია
15:12, 12:14, 11:19, 13:28
საქართველო: ბურჯანაძე (17ქ, 6მ), ბოლქვაძე (2ქ, 6მ), გოგოძე (6), ტომარაძე, მიქელაძე (11ქ, 5პ), კვანტალიანი (7), ცირეკიძე, აბულაძე (2), სანაძე(4), მირზიაშვილი (2)
სრული სტატისტიკა: http://u20men.fibaeurope.com/enDivB/
gbf.ge