ვან პერსი სამ კვირას დაისვენებს
განვლილ მუნდიალზე ვან პერსიმ 7 მატჩიდან 6 ში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და დაეხმარა საკუთარ ნაკრებს მესამე ადგილის დაკავებაში. ცნობილია რომ ჰოლანდიელი ტრავმებისკენ არის მიდრეკილი და წინა სეზონში მას დეკემბერი და იანვარი ტრავმების გამო გაუცდა. საბოლოო ჯამში მან 12 გოლის გატანა მოახერხა 21 შეხვედრაში.
ვან პერსი მომავალ თვეში 31 წლის გახდება და ახლა იგი “ელემენტების აღსადგენად” ემზადება, მაშინ როდესაც მისი თანაგუნდელები ამერიკაში წასასვლელად გეგმებს აწყობენ. “სამ კვირიანი შესვენება მჭირდება.” აცხადებს რობინი. “მუნდიალმა მძიმედ ჩაიარა ჩემთვის. მე ყოველ მატჩში ბოლომდე დავიხარჯე. ფლეი-ოფებში ჩვენ თავდაუზუგავად ვიმუშავეთ და ახლა ლიმონივით ვართ, რომელიც ბოლომდეა გამოწურული.”
ვან გაალი, რომელსაც ბედნიერება აქვს რობინს “იუნაიტედშიც” მისცეს დავალებები, აცხადებს: “ჩვენ ხელახლა გადავაწყეთ ვან პერსი ფლეი-ოფებისთვის. თუ შეხედავთ საიდან სად მოვიდა რობინი და რამდენს მიაღწია, შექების გარდა სხვა არაფერი გექნებათ მისთვის სათქმელი.”
მოსალოდნელია, რომ ვან პერსი მწვანე მინდორს 12 აგვისტოს დაუბრუნდება, მატჩში სადაც “იუნაიტედი” “ვალენსიას” დაუპირისპირდება. “წითელი ეშმაკები” ახალ პრემიერ ლიგის სეზონს 16 აგვისტოს დაიწყებენ “სუონსისთან” საშინაო მატჩით.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/