WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (190563) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ჰიტცფელდი: „მუნდიალი ბუნდესლიგამ მოიგო“

თარიღი: ივლისი 17, 2014

შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ოტმარ ჰიტცფელდის აზრით, განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არამხოლოდ გერმანიის ნაკრები, არამედ ბუნდესლიგაც გახდა.

„თუ საუკეთესო ლიგაზე ვისაუბრებთ, მაშინ ბრაზილიაში ეს ბუნდესლიგა იყო. გერმანიის ჩემპიონატის არაერთმა წარმომადგენელმა განვლილ მუნდიალზე თავის გამოჩენა მოახერხა. მათ ინგლისისა და ესპანეთს ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებსაც კი აჯობეს.

თანაც საუბარი არამხოლოდ გერმანელ ფეხბურთელებზე მაქვს. გავიხსენოთ თუნდაც რობენი. იგივეს ვან ბეიტენზე და შაკირიზე ვიტყოდი, რომლებიც თავიანთი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. საერთოდ, „ბაიერნმა“ თავისი კლასი კიდევ ერთხელ გვიჩვენა, ყველაზე მეტი გოლი ბრაზილიაში სწორედ ამ გუნდის წარმომადგენლებმა გაიტანეს.

ლიოვის შეგირდებმა დამსახურებულად იმარჯვეს, გერმანიის ნაკრების დონის ფეხბურთი არავის უჩვენებია. ასეა თუ ისე, ბევრისთვის ეს პლანეტის პირველობის მოგების ბოლო შანსი იყო. ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ამისთვის მზად იყვნენ და მათი დროც დადგა“, – განაცხადა ჰიტცფელდმა.



მსგავსი სიახლეები