მსაჯმა, რომელმაც სუარესის კბენა ვერ დაინახა, კარიერა დაასრულა
ცნობილმა მექსიკელმა მსაჯმა მარკო როდრიგესმა კარიერა დაასრულა. მისი ბოლო მატჩი მუნდიალის ნახევარფინალი გახდა, რომელშიც გერმანიამ ბრაზილიას 7-1 მოუგო.
ასევე, გულშემატკივრებს როდრიგესი ურუგვაისა და იტალიის მატჩით დაამახსოვრდათ, სადაც არბიტრმა სუარესის და კიელინის შორის მომხდარი ცნობილი ინციდენტი ვერ შეამჩნია.
“ჩემი ოცნება სამ მუნდიალზე მსაჯობა იყო და მოხარული ვარ, რომ ასე მოხდა. ჩემი კარიერული მიღწევებით კმაყოფილი ვარ. ბრაზილიური მუნდიალი ერთ-ერთი საუკეთეესო იყო ჩემს კარიერაში” – განაცხადა როდრიგესმა.