ზესტაფონის უგოლო დასაწყისი ევროპა ლიგაზე
ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ადგილობირვმა კლუბმა ევროპა ლიგის მეროე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სლოვაკურ “სპარტაკ ტრნავას” უმასპინძა.
შეხვედრა “ზესტაფონის” ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო. ანგარიშის გახსნა პირველივე წუთებზე ჯაბა დვალს შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ძელმა მოიგერია. ამის შემდეგ სტუმრებმა თამაშის გათანაბრება შესძლეს, და მოედნის ცენტრში გარკვეულ ეპიზოდებში დომინირებდნენ კიდეც.
28-ე წუთზე სტანდარტის შემდეგ “სპარტაკის” ფეხბურთელების გოლის გატანის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა სლოვაკებმა არზუსტად დაარტყეს.
ტაიმის ბოლოს გააქტიურებულ ზესტაფონელებს ანგარიშის გახსნის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ პირველ უშედეგოდ.
მეორე ნახევრის პირველ 10 წუთში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვლეს. პირველი ტაიმის მსგავსად მოთამაშეებს აქაც სიზუსტე დააკლდათ. დარჩენილ დროში თამაში ძირიტადად საჯარიმოდან საჯარიმომდე მიმდინარეობდა. რეალური საგოლე მომენტების შექმნა როგორც “ზესტაფონის” ასევე “სპარტაკის” ფეხბურთელებს უჭირდათ.
ბოლო წუთებში მასპინძებმა ტემპს უმატეს, თუმცა რეალური შედეგი ამას არ მოჰყოლია. საბოლოო ჯამში 0-0 და ერთ კვირაში სლოვაკეთში გასამართი განმეორებითი შეხვედრა.
ზესტაფონი 0-0 სპარტაკ ტრნავა
ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, ჭელიძე, დოს სანტოსი, გურული, დოლიძე, შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანტურიშვილი 84′), გეწაძე, გელაშვილი (ტატანაშვილი 65′), დვალი (ფანცულაია 78′).
რუსოვი, იანეჩკა, ბორტელი, ტოთი, ჩონკა, კუზმა, საბო, შრანცი (კასადო 73′), ვლასკო (შპალეკი 78′), ჩოვანეცი (სივა 87′), მიკოვიჩი.