ლუი ვან გაალის პირველი პრეს-კონფერეცია მანჩესტერში
დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მცირე ამონარიდებს პრეს-კონფერენციიდან, იმ მთავარ საკითხებს, რაზეც ვან გაალმა გააკეთა აქცენტი. ხოლო შემდეგში შემოგთავაზებთ სრულ პრეს-კონფერენციას.
ლუი ვან გაალი არ აპირებს წინასწარ საუბარს მომავალზე, მაგრამ ის შეეცდება გააკეთოს ყველაფერი, რაც კი იქნება შესაძლებელი. მან დაადასტურა, რომ “იუნაიტედი” არის უდედის კლუბი მსოფლიოში და ასევე მოუწონა კლუბს, ლუკ შოუს და ანდრეს ერერას ტრანსფერი.
ჰოლანდიელი სპეციალისტი კაპიტანზე: “ყველა ფეხბურთელის არის შესაძლო კანდიდატი კაპიტნობისთივს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ასე, რომ მე მჭირდება დრო, რადგან სწრაფი გადაწყვეტილება არ არის ყოველთვის კარგი.”
ლუი ვან გაალი ახალგაზრდულ აკადემიაზეც საუბრობს: “ნიკი ბატი უკვე არის ჩვენი ასისტენტი, ასევე პოლ სქოულზს და ფილ ნევილს ჩვენ მოუძებნით ადგილს. ჩვენ უნდა გავიგოთ მათი პერსონალური შეხედულება და მათი დონე. ეს არ არის მარტივი საქმე, უნდა ვისაუბროთ პირადად და სწორედ ამიტომ, აუცილებელია მოცდა და ვნახავთ ყველაფერს.”
კითხვაზე, თუ რატომ არ დაისვენა ვან გაალმა: “როდესაც არის გამოწვევა, მე არასდროს ვუშვებ მას ხელიდან. ეს არის დასვენება ჩემთვის. მე მომწონს ეს გზა, რომლითაც მე შემიძლია მუშაობა.” მან ასევე დაამატა, რომ 4-ე ადგილი მისთვის სამიზნე არასდროს იქნება, მხოლოდ პირველი ადგილი, თუმცა დასაწყისისთვის ის უნდა შეხვდეს ფეხბურთელებს.
ვან გაალ თავის სამუშაო სტილზეც ჰკითხეს: “მე ვარ დემოკრატიული. მაქვს ძლიერი პირადი შეხედულება. სერ ალექსაც ჰქონდა ძლიერი ფილოსოფია და ვფიქრობ ის იყო გამორჩეული. მათ ვინც ფიქრობს, რომ მე ვარ ჩემს თავზე დამოკიდებული მხოლოდ, მინდა ვუთხრა რომ ცდებიან და ეს მედიას სურს, რომ გამოაჩნოს ჩემი პიროვნულობა ასეთად. როდესაც იმეორებენ, ყველას ასე ჰგონია. სერ ალექსმა დამირეკა და მომილოცა, ჩვენ აუცილებლად დავლევთ თითო ჭიქა ყავას, ან ღვინოს ერთად. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ.”
რამდენად კმაყოფილია ის ამ სამუშაოთი? “ძალიან რთულია აღწერა. მე აქ ვარ 2 დღეა უკვე ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი. როდესაც ხედავ ამდენ ადამიანს, თუ როგორ უყვართ ეს კლუბი, ფიქრობ რომ ეს არის დიდი ოჯახი და ისინი ჩემგან ბევრს ელოდებიან. ყველა აღფრთოვანებულია ჩემი აქ ყოფნით. გავართმევ თუ არა თავს ამ სამუშაოს ? მე ვფიქრობ, რომ კი რადგან ეს არის დიდებული კლუბი და მე ეს მომწონს. აქ უფრო რთულია დავალების შესრულება ვიდრე სხვაგან.”
საინტერესოა ლუი ვან გაალის აზრი უეინ რუნიზე და გამოცდილ ფეხბურთელებზე: “მე ყოველთვის არ ვენდობი გამოცდილ ფეხბურთელებს, რაც უკვე არაერთხელ განვუცხადე მედიას. ბიჭი, სახელად კლარენ ზეედორფი 16 წლის ასაკში, მას ჰქონდა დებიუტი ჩემთან “აიაქსში” და ის გაცილებით უფრო გამოცდილად გამოიყურებოდა ვიდრე 30 წლის ფეხბურთელები. ეს ყოველთვის დამოკიდებულია პიროვნულობაზე. თქვენ დამისახელეთ რუნი, მაგრამ გეტყვით რომ კერიკმა მიიღო ტრავმა ერთი ან 2 დღის წინ და ეს ასევე დიდი დარტყმაა, რადგან ის ნამდვილად გამოცდილი ფეხბურთელია.”
დამატებით რაზე ისაუბრა ლუი ვან გაალმა: “ეს არის უდიდესი კლუბი, რადგან როგორც იცით, ყველასთვის ცნობილია მთელს მსოფლიოში. სპორტში შენ არასდროს ხარ დიდი კლუბი, რადგან ყოველ სეზონზე შენ ეს უნდა დაამტკიცო. გასულ სეზონში შენ იყავი მეშვიდე და ეს უკვე ნიშნავს, რომ აღარ ხარ დიდი კლუბი. მაგრამ ეს ყველასთვის ცნობილი კლუბია, როდესაც მე ვიყავი ჩინეთში ან ბრაზილიაში, ხალხი ლაპარაკობდა “იუნაიტედზე”, როდესაც მე ჯერ კიდევ ჰოლანდიის ნაკრების მწვრთვნელი ვიყავი. ეს არის განსხავება. აქ ელოდებიან შენგან ბევრს და სწორედ ამიტომ, ეს არის დიდი გამოწვევა ჩემთვის”
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქარტული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/