ფილიპ ლამმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ფილიპ ლამმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი სულ ცოტა ხნის წინ გახდა.
30 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 113 შეხვედრა ჩაატარა. ლამმა მონაწილეობა მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე მიიღო. 2014 წელს, გუნდის კაპიტნის რანგში, ის მუნდიალის გამარჯვებული გახდა.
“ვფიქრობ, დროა სანაკრებო კარიერა დავასრულო. გასულ სეზონში გადავწყვიტე, რომ ბრაზილიაში ჩასატარებელი მუნდიალის შემდეგ ნაკრებს დავტოვებდი. მიხარია, რომ ნაკრებიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ მივდივარ”, – ამბობს ლამი.
შეგახსნებთ, რომ ლამი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი კანდიდატიც იყო, თუმცა “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი დაეუფლა.