გინესის 10 საფეხბურთო რეკორდი
გთავაზობთ 10 ყველაზე დასამახსოვრებელ გინესის საფეხბურთო რეკორდს.
1. ყველაზე ხმაურიანი ფანები
2011 წლის მარტში “გალათასარაი” – “ფენერბაჰჩეს” მატჩის დროს სტადიონზე ხმაურის რეკორდი დაფიქსირდა. ხმაურის სიმძლავრე 131, 76 დეციბელი იყო. წინა რეკორდი ამერიკული ფეხბურთის ლიგაში 2000 წელს დაფიქსირდა.
2. ყველაზე შედეგიანი მეკარე
2007 წელს ბაზილიური “სან პაოლოს” მეკარე როჟერიო სენი გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე შედეგიანი მეკარის სახელით შევიდა. 1997-2006 წლებში ის 66 გატანილი გოლის ავტორი გახდა. სენი საჯარიმოების და პენალტების უცვლელი შემსრულებელია. ამჟამად მის ანგარიშზე 118 გოლია.
3. მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი
სენისთან ერთად გინესის რეკორდსმენი მისი თანამემამულე რონალდოც გახდა. ფენომენი 15 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა წელს მისი შედეგი გემრანელმა მიროსლავ კლოზემ გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც ერთით მეტი, 16 გოლია.
4. რეკორდსმენი 16 წლის შემდეგ
ლოთარ მათეუსი გინესის რეკორდების წინგში რეკორდის დამყარებიდან 16 წლის შემდეგ შევიდა. გერმანელმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 25 მატჩი ჩაატარა. მათეუსმა 1982, 1986, 1990, 1994 და 1998 წლების მუნდიალებზე იასპარეზა.
5. რეკორდული დასწრება
1950 წლის მუნდიალის გადამწყვეტ შეხვედრას ბრაზილიასა და ურუგვაის შორის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. მატჩზე 173 830 ბილეთი გაიყიდა, ოფიციალური მონაცემებით კი სტადიონზე 199 854 გულშემატკივარი იმყოფებოდა. არსებობს ვერსია, რომ მატჩზე 210 000 მაყურებელიც კი იყო.
6. ყველაზე უხეში შეხვედრა
1993 წლის 1 ივნისს არბიტრმა უილიამ ველნერმა პარაგვაის ჩემპიონატის მატჩის დროს 20 ფეხბურთელი გააძევა. “სპორტივო ამელიანოსა” და “ჯენერალ კაბალიეროს” შეხვედრის მიმდინარეობისას მსაჯმა ჯერ ორი ფეხბურთელი გააძევა, რამაც გუნდების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც ათწუთიან ჩხუბში გადაიზარდა.
თუმცა, აღნიშნული შედეგი 2011 წელს “გაუმჯობესდა”. არგენტინის ქვედა ლიგაში დამიანო რუბიომ მასობრივი ჩხუბის გამო წითელი ბართი 36-ჯერ გამოიყენა. მსაჯმა ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის ყველა წარმომადგენელი გააძევა.
7. გულშემატკივრების ყველაზე დიდი ბანერი
2012 წლის ოქტოომბერში არგენტინული “რივერ პლეიტის” გულშემატკივრება მსოფლიოში ყველაზე დიდი ბანერი დაამზადეს. თავიდან მისი სიგრძე 6,2 კილომეტრს შეადგენდა, შემდეგ კი ფანებმა ბანერის კიდევ უფრო დაგრძელება გადაწყვიტეს. საბოლოოდ ბანერის სიგრძე თითქმის 8 კილომეტრს შეადგენდა.
8. არგენტინული ანტირეკორდი
1999 წლის კოპა ამერიკაზე არგენტინელმა მარტინ პალერმომ კოლუმბიის ნაკრებთან ჯგუფური ეტაპის მატჩის დროს სამი პენალტი ვერ გაიტანა. მისი პირველი დარტყმა ხარიხამ მოიგერია, მეორე დარტყმა კარს ასცდა, ხოლო მესამე შემთხვევაში თავი მეკარემ გამოიჩინა.
9. რაიან გიგზი ლეგენდარული უელსელი რაიან გიგზი გინესის წიგნში ოთხჯერ შევიდა. გიგზი პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც პრემიერლიგის ყველა სეზონში მოახერხა მონაწილეობის მიღება და გოლის გატანა. გარდა ამისა, გიგზმა რეკორდული 598 მატჩი ჩაატარა და ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა. 10. ლეო მესი გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი ლეო მესის უკავია. არგენტინელს ხუთი რეკორდი ეკუთვნის: ესპანური პრიმერას 37 მატჩში გატანილი 50 გოლი; “ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელი; ჯერ ორი, შემდეგ კი ოთხი ჰეთ-თრიქის ავტორი ჩემპიონთა ლიგაში და წელიწადში გატანილი გოლების საუკეთესო მაჩვენებელი – 91.