„ინტერმა“ მვილა წარადგინა
მილანის „ინტერმა“ ყაზანის „რუბინიდან“ იჯარის წესით აყვანილი იან მვილა წარადგინა.
ფრანგი ნახევარმცველი „ნერიაძურიში“ იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს, შემდეგ კი ლომბარდიულ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება.
„მინდა, რომ ფორმა დავიბრუნო და მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო. იმედი ვიქონიოთ, რომ სეზონს ზედა სამეულში დავასრულებთ. „ინტერისთვის“ ძალ-ღონეს არ დავზოგავ. მე საყრდენი ნახევარმცველის ზონაში მირჩევნია თამაში, თუმცა სადაც მწვრთნელი მიმითითებს, იქ ვითამაშებ.
ჩემთვის ფული გადამწყვეტი ფაქტორი არ გახლავთ. მნიშვნელოვანია ის, თუ რას მთავაზობს კლუბი სპორტული თვალსაზრისით. „ინტერი“ დიდი კლუბია. ცოტა მეშინოდა კიდეც, რადგან გარიგება შესაძლოა არ განხორციელებულიყო. საბედნიეროდ, ყველაფერი წარმატებით დასრულდა. „ინტერს“ უმაღლეს საფეხბურზე დაბრუნება სურს. რუსეთში პრობლემა მქონდა. გამომიჩნდა თუ არა „ინტერში“ გადასვლის შესაძლებლობა, მაშინვე ხელი ჩავავლე ამ შანსს“, – განაცხადა მვილამ.