საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთს სძლია და რუმინეთს შეხვდება
საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების წარმატებული მატჩი ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში. სამწუხაროდ, დღევანდელი გამარჯვება მხოლოდ მე–9 ადგილისკენ მიმავალი გზის პირველი ნახევარია. თუკი ქართველები ხვალ რუმინეთს მოუგებენ, მე–9 ადგილს დაიკავებენ.
რუმინეთმა დღეს ავსტრიას დაძაბულლ ბრძოლაში – 70:68 სძლია და მე–9 ადგიისთვის მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართველებმაც და რუმინელებმაც თავიანთ – A და B ჯგუფებში მე–5 ადგილი დაიკავეს და მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეუძლიათ, მე–9 ადგილია.
რუმინეთი და საქართველო მიმდინარე ზაფხულში ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. სამივე მატჩი ბუქარესტში გაიმართა და ყველა ამხანაგურ ხასიათს ატარებდა. ქართველებმა 2 შეხვედრის მოგება მოახერხეს და ხვალინდელ მატჩშიც ფავორიტად დავით უსტიაშვილის გუნდი ითვლება.
რაც შეეხება ესტონეთთან დღევანდელ შეხვედრას, ის ქართველების უპირატესობით როგორც დაიწყო, ისე დამთავრდა. საბოლოოდ უსტიაშვილის გუნდმა მხოლოდ 8 ქულით იმარჯვა, თუმცა ქართველები რომ ამ თამაშს მოიგებდნენ, საეჭვო მატჩის არც ერთ მონაკვეთში არ გამხდარა.
ქართველებს 16 ქულა–11 მოხსნით ბექა ბურჯანაძემ ულიდერა. 12 ქულა და 5 პასი მიითვალა ირაკლი მიქელაძემ, ხოლო სანდრო სანაძის ანგარიშზე 10 ქულ და 6 მოხსნა დაგროვდა.
მე–9 ადგილისთვის მატჩში საქართველო და რუმინეთი ერთმანეთს ხვალ – 19:30 საათზე შეხვდებიან.
gbf.ge