WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (191849) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ვან გაალი: “ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო”

თარიღი: ივლისი 24, 2014

ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით “იუნაიტედმა” პირველივე მატჩი 7 ბურთიანი სხვაობით მოიგო. ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდის თამაშით კმაყოფილია. “წითლებმა” 3-5-2 ტაქტიკით ითამაშეს, რაც “იუნაიტედისთვის” აქამდე უცხო იყო. ლუი იმავე ტაქტიკით აპირებს გაგრძელებას, საჭიროების შემთხვევაში კი ძველ წყობაზე დაბრუნებას.
“მათი დღევანდელი გამოსვლა ფანტასტიკური იყო. როცა ვარჯიშზე გვიხილავთ, ჩვენგან გამარჯვებას დაელოდებით, მაგრამ 7:0-ს ნამდვილად არა. ეს სიურპრიზი იყო, ლამაზი გოლებითა და შეტევებით.
ანგარიში ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამ შედეგით დამაჯერებლობა მოგვემატება. ჩვენ ახალი სისტემა წარმოვადგინეთ და ფეხბურთელებმა 11:11-ზე ვარჯიშზე ორჯერ ითამაშეს. ისინი სწრაფად ითვისებენ სიახლეებს. 10 მოთამაშე, რომლებმაც დღეს ითამაშეს, წინა კვირაში ჩვენს სავარჯიშო კომპლექსში არც ყოფილან.
უკეთესია ასეთი ანგარიშით მოგება, რადგან მოთამაშეებს ახალ სისტემაში ეჭვი არ შეეპარებათ. დრო არ გვქონდა სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, გადავწყვიტეთ ახლავე დაგვეწყო ახალი სისტემის დანერგვა.
“იუნაიტედს” ხშირად უთამაშია 4-3-3 წყობით და თუ ჩემი იდეები არ გაამართლებს, მზად ვარ ამ ტაქტიკას დავუბრუნდე.”
 – დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/



მსგავსი სიახლეები