ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება და დაძაბულობა მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ
უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურამ“ თურქული „ბურსასპორის“ ბარიერი დაძლია. უგოლო 120 წუთის შემდეგ, პენალტების სერიაში “ჩიხურამ” მეტოქე 4:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
მატჩი “ჩიხურას” აქტიურობით დაიწყო, თუმცა მალევე სტუმრებმა ინიციატივა მოიპოვეს. “ბურსასპორის” ფეხბურთელები ძირითადად ფლანგებიდან ცდილობდნენ ხიფათის შემქნას. თავის მხრივ საჩხერელებმა აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს და თამაში კონტრშეტევებზე ააგეს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში სიზუსტე აკლდა.
სახიფათო ეპიზოდები ძირითადად თურქებს ჰქონდათ, მაგარმ უშანსოდ არ მასპინძლები ყოფილან. თავის გამოჩენა დეკანოიძეს და რეხვიაშვილს შეეძოთ.
მეორე ტაიმი “ბურსასპორის” სახიფათო იერიშით დაიწყო. გაშვებული გოლისგან “ჩიხურა” მცველების თავგანწირულმა თამაშმა იხსნა. ამის შემდეგ საჩხერელებმა მცირე ხნით თამაშის გათნაბრება მოახერხეს და მეტოქის კართან რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო ეპიზოდი შექმნეს. კუჭუხიძის პასის შემდეგ ბეჭვაიას ძლიერი დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. მალევე დათუნაიშვილმა სცადა შორი მანძილიდან მეტოქის კარის დალაშქვრა.
“ბურსასპორმა” უპირატესობა მალევე დაიბრუნა და მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, თუმცა საჩხერელთა დაცვის და მაქსიმე ქვილითაიას კარგი თამაშის წყალობით შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებული დროის მე-4 წუთზე “ბურსასპორი” უმცირესობაში დარჩა. მეორე ყვითელი ბარათი ოზბაირაკლიმ მიიღო. მიუხედავად ამისა, თურქებმა უპირატესობის შენარჩუნება მაინც მოახერხეს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ “ჩიხურაც” უფრო მწვავედ უტევდა და ბოლო წუთებზე გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქოდნა, თუმცა იმერულ გუნდს ოდნავ არ გაუმართლა.
ორმატჩიან დუელში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც უფრო ზუსტები ქართველი ფეხბურთელები იყვნენ. ოდიკაძის, გაბედავას, კორიფაძის და მუმლაძის ზუსტი დარტყმების წყალობით “ჩიხურა” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე ფეხბურთელებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რაც მუმლაძის მიერ გადამწვყეტი გოლის ზედმეტად ემოციურად აღნიშვნას მოჰყვა. სამწუხაროდ, ინციდენტი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს შორისაც მოხდა. ვითარების განმუხტვა არჩილ არველაძის და დაცვის თანამშრომლების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): “დიდი მადლობა გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის. მათ დღევანდელ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს. “ბურსასპორთან” ორივე შეხვედრაში გათვლა ორთაბრძოლებზე გავაკეთეთ. ჩვენი მთავარი მიზანი საკუთარი კარის მშრალად შენახვა იყო, რაც შევასრულეთ კიდეც. ჩვენი თამაში მეტოქის ძლიერი მხარეებიდან გამომდინარე ავაწყვეთ. მათ მთავარი კოზირის, სისწრაფეების გამოყენების საშუალება არ მივეცით. მუმლაძის საქციელს რაც შეეხება, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და ემოციებს აყვა, თუმცა ასეთ ქმედებას არ ვამართლებთ”.
მაქსიმე ქვილითაია (ჩიხურა): “დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც 120 წუთის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ. დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს. დღეს, ჩვენი კლუბის ისტორია იწერება”
„ჩიხურა“ — „ბურსასპორი“ 0:0 (პენ. 4:1) (პირველი მატჩი 0:0)
„ჩიხურა“: ქვილითაია, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე (ჩიკვილაძე 117′), ოდიკაძე, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, დეკანოიძე (კორიფაძე 90′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე (მუმლაძე 119′).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.
„ბურსასპორი“: ტეკინი, სიველი, ოზთურქი, ბეჰიჩი, ოზბაურაკლი, ტრაორე, ჩინაზი, შენი, ბექირ ილმაზი (ტუფანი 53′), კირაზი, იუნალი (ალტინასი 80′)
მთავარი მწვრთნელი: შენოლ გიუნეში.
პენალტების სერია: ოდიკაძე 1:0; გაბედავა 2:0; კორიფაძე 3:0; მუმლაძე 4:1 — ჩინაზი 1:0; სიველი 2:0; ტუფანი 3:1.
გაფრთხილებები: ჯიღაური 45+1′, ბეჭვაია 45+2′, კუჭუხიძე 114′ — ოზბაურაკლი 90+4′, შენი 90+5′.
გაძევება: ოზბაურაკლი 94′.
მთავარი მსაჯი: ტომაშ მუსიალი (პოლონეთი).
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები