ბენიტესი: “ნაპოლი იგუაინს და კალიეხონს არ ყიდის”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ კლუბი გონსალო იგუაინი და ხოსე კალიეხონის გასხვისებას არ აპირებს.
“იგუაინის გაყიდვა არც გვიფიქრია. გონსალო ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ” – განაცხადა ბენიტესმა.
“კალიეხონის მიმართ გარკვეული ინტერესი იყო, თუმცა ხოსეზეც იგივეს თქმა შემიძლია. ეს მოთამაშეები ალბიოლთან და მიჩუსთან ერთად “ნაპოლის” ძირითად ბირთვად უნდა იქცნენ” – დაასრულა ესპანელმა სპეციალისტმა.