“სამტრედია” – “ტორპედო” 0:1
დღეს, ქუთაისის „ტორპედო“ სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონს ესტუმრა და ამხანაგურად უკვე თანალიგელ, იქაურ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ შეხვდა.
თამაშმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ „სამტრედიას“ გულშემატკივრებში საკმაო ინტერესი გამოიწვია, რაც მათი დასწრებითაც(500-მდე) გამოიხატა. ტრიბუნებზე ასევე იყვნენ ჩჳენი გუნდის ქომაგებიც. დღევანდელი ტესტ-მატჩის გამარჯვებული სტუმრები გახდნენ. ტორპედოელებმა მეტოქეს, 30-ე წუთზე,გოგი ფიფიას მიერ გატანილი ძალზედ ეფექტური გოლით აჯობეს – 0:1. გამოსაყოფია, რომ „ტორპედოს“ მაისურით აქ დაბრუნების შემდეგ პირველად იასპარეზა 34 წლის ცენტრალურმა მცველმა ვალერი აბრამიძემ, ვინც მის ამჟამინდელ თანაგუნდელებთან ერთად(სევასტი თოდუა და მიხეილ მახვილაძე) ქუთაისელთა დაცვას 12 წლის წინ, მე-14 ეროვნულ ჩემპიონატშიც აკონტროლებდა, რომელიც „ტორპედომ“ პირველ ადგილზე დაასრულა.
„ტორპედო“: ბობღიაშვილი(თებიძე 46), თოდუა, აბრამიძე(ბერუაშვილი 42), ჩადუნელი, ბენაშვილი(მამასახლისი 46), ჩაკვეტაძე, ელიავა(ბაბუნაშვილი 46), ჩიკვილაძე(კიკნაველიძე 70), მარკოზაშვილი(ჯოხაძე 56), ფიფია(ქებურია 53), კვერნაძე(ჭედია 46).
„სამტრედია“: სტურუა, თ. კაკუშაძე, შალიკაშვილი, პაჭკორია, ბაკურაძე, კერძევაძე, ქებაძე, პავლიაშვილი, მელქაძე, გედენიძე, ქანთარია.
შეცვლაზე შევიდნენ: ნვანკო, კაკულია, დვალიშვილი, შილაკაძე, კიკაბიძე, ა. ჯანელიძე, ქურდობაძე, ხვედელიძე
მსაჯი: პაატა დოგრაშვილი(ქუთაისი)
მატჩის ფოტომასალა იხილეთ – Facebook-ზე
მომდევნო საკონტროლო შეხვედრას „ტორპედო“ ხვალ, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართავს, სადაც მეტოქე პირველლიგელი წყალტუბოს „სამგურალი“ იქნება.
FCTorpedo.GE