გიგზი ვან გაალს ფერგიუსონს ამსგავსებს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, რაიან გიგზი მის ამჟამინდელ და ყოფილ მწვრთნელს, სერ ალექს შორის მსგავსებას ხედავს.
მართალი გიგზმა ეს-ესაა დაიწყო ვან გაალთან ერთად მუშაობა, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი მსგავსების აღმოჩენაში.
“დიახ, მსგავს თვისებებს ვხედავ. ორივე მათგანს აქვს აურა, მაგრამ ეს უმეტესად მათ მიერ მიღწეული წარმატების დამსახურებაა. ისინი მოთამაშეებისგან თავდადებასა და პატივისცემას მოითხოვენ. იმ მცირე დროში, რაც ვან გაალთან ერთად გამიტარებია, ნამდვილად შეიძლება იმის დანახვა, თუ რატომ არის ასეთი წარმატებული.”
“ხომ არ მახსენებს მექსიკის ნაკრებთან (ჰოლანდიის ნაკრების) შეხვედრა რამეს? დიახ, მახსენებს, რადგან ჩვენც გვყავს გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება.”
“ვფიქრობ, ეს ხასიათზე, ფიზიკურ ფორმასა და მწვრთნელის გადაწყვეტილებისუნარიანობაზეა დამოკიდებული. თუ მას აქვს ისეთი ფეხბურთელის გამოყვანის უნარი – როგორც იმ შეხვედრაში ჰუნტელაარი – რომელიც თამაშის მიმდიანრეობას შეცვლის, ეს ნიშნავს, რომ მან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ეს განასხვავებს ტოპ-კლასის მწვრთნელებს.”
“თუ რამე ის არ მოხდა, ის ამას ელოდა. თუმცა ის სრულად დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებაში და სწორად იღებს მათ. სწორედ ასე უნდა იქცეოდე.”
“ეს ასეც უნდა გააკეთო, თუ “მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნი. გადაწყვეტილება უნდა მიიღო, მისი პრაქტიკაში გამოყენება უნდა შეგეძლოს.” – ციტირებს გიგზის სიტყვებს The Telegraph.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/