რეინა ლივერპულში აპირებს დარჩენას
“ნაპოლიდან” “ლივერპულში” დაბრუნებული პეპე რეინა მომდევნო სეზონში ინგლისურ კლუბში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
“ლივეპულთან მოქმედი კონტრაქტი მაქვს, რომელსაც პატივი უნდა ვცე. სავარჯიშო პროცესი კარგად მიმდმინარეობს. აქ დიდი ხნით მოვედი.
ბრენდან როჯერსთან არ მისაუბრია. აქ მხოლოდ ოთხი დღე ვიმყოფები. უბრალოდ ვვარჯიშობ და საუკეთესო კონდიციების დაბრუნებას ვიმედოვნებ” – განაცხადა რეინამ, რომელიც ახალ სეზონში დიდი ალბათობით მეორე მეკარის სტატუსს მიიღებს.