დინამო U-19 რურის თასის ფინალშია
დღეს ლიუდენშაიდში რურის თასის ნახევარფინალები გაიმართა. დინამო თბილისი მიუნჰენგლადბახის ბორუსიას დაუპირისპირდა. მატჩი კახი გოგიჩაიშვილის შეგირდების უპირატესობით წარიმართა და თბილისელ ფეხბურთელებს არაერთი საგოლე მომენტი შეექმნათ, თუმცა საბოლოოდ ზუსტ დარტყმამდე ვერ მივიდა საქმე. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანი დარტყმები კი უფრო ზუსტად დინამოელებმა შეასრულეს. სამხარაძის, მაჭავარიანის და ვეკუას გოლებით თბილისელებმა 3:2 აჯობეს მეტოქეს და ხვალ ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში, თურქეთის გალათასარაის (ნახევარფინალში გალათასარაიმაც პენალტების სერიაში დაამარცხა ვიქტორია პლზენი) დაუპირისპირდებიან. ფინალური მატჩი თბილისის დროით 13 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
დინამო: კულუა, კაპანაძე, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, სამხარაძე, ქიქავა, ვეკუა, კობახიძე,ვოლკოვი (გოგოლიძე 33), მესხი (მაჭავარიანი 33), ლაშხია
მე- 9 ადგილი მაქაბიმ დაიკავა, რომელმაც ვოლფსბურგს 2:0 აჯობა. მეშვიდეზე დორტმუნდის ბორუსია გავიდა, დაამარცხა რა ვესტ ჰენ იუნაიტედი 4:1. შალკემ ბენფიკას 2:0 მოუგო და ტურნირის მეხუთე ადგილი დაიკავა.
fcdinamo.ge