ქლევერლი: “მე ვან გაალის სისტემისთვის იდეალური ვარ”
ტომ ქლევერლი ფიქრობს, რომ იგი იდეალურია ვან გაალის სისტემისთვის და იმედი აქვს მალე გახდება ჰოლანდიელი მწვრთვნელის აუცილებელი “ბერკეტი”.
დენვერში გამართულ კონფერენციაზე, ინგლისელმა ნახევამრცველმა განაცხადა: “მე ვუყურებდი ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე და ვფიქრობ რომ მე ამ სტილის ფეხბურთელი ვარ.”
24 წლის ინგლისელი მკაცრად იყო გაკრიტიკებული გასულ წელს მთელი სეზონის განმავლობაში, მაგრამ თავად ტომმა თავის თავს განტევების ვაცი უწოდა და აღნიშნა, რომ სულ ტყუილად აბრალებენ მას “იუნაიტედის” წარუმატებელ სეზონს.
მიუხედავად ყველაფრისა, ქლევერლის სჯერა რომ მალე მოახდებს ადაპტირებას ვან გაალის ახალ სისტემაზე და დაამატა რომ: “მე უნდა წარმოვაჩინო საკუთარი თავი ვარჯიშებზე და უფრო მეტად მატჩებზე. ვფიქრობ რომ გუნდში ჩემი ადგილი არის, მაგრამ ამის დამტკიცებაა საჭირო.”
“მე კარგი დასვენება მოვიწყე და ენერგია სრულად აღვიდგინე. ახლა კი უკან დავბრუნდით ყველანი და ბოსზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობთ. ვიცით თუ რა სურს მას – ზუსტი პასები და დროული გადაადგილება. ის გასაგებად გვიხსნის ყველაფერს და ჩვენც კარგი ჯგუფი ვართ, რომლებიც დიდი სიამოვნებით ვსწავლობთ მისგან. ჩვენ სტარტი კარგად დავიწყეთ და ახლა კი შევამოწმებთ თუ როგორ განვაგრძობთ სვლას…” – დაასრულა ქლევერლიმ.
წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/