“ტორპედოს” ორმხრივი თამაში სპარინგის ნაცვლად
როგორც გაცნობეთ, ქუთაისის „ტორპედოს“ დღეს, მორიგ ამხანაგურ მატჩში წყალტუბოს „სამგურალისთვის“ უნდა ემასპინძლა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. ამიტომ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მცირეხნიანი ვარჯიშის მერე ტორპედოელები ორ გუნდად გაჰყო და მათ ორმხრივ თამაშში დააკვირდა. ფრიად აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ ინდივიდუალური მზადება დაიწყო ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ, სრული დატვირთვით თამაში „კანუს“, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შეეძლება.
FCTorpedo.GE