დავიდ ტრეზეგე კარიერას ინდოეთში გააგრძელებს
მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონმა დავიდ ტრეზეგემ ინდურ კლუბ „პუნე სიტისთან“ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინდური სუპერლიგის ოფიციალური ტვიტერის წერს.
გასულ სეზონში ტრეზეგე არგენტინულ „ნიუელზ ოლდ ბოიზში“ ირიცხებოდა. ფორვარდმა 28 ჩატარებულ მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ინდურ კლუბში გადასვლის სურვილი ასევე „იუვენტუსში“ ტრეზეგეს ყოფილმა თანაგუნდელმა ალესანდრო დელ პიერომაც გამოთქვა.
ამჟამად ცნობილია, რომ ინდურ სუპერლიგაში ასევე ლუის გარსია, ხუან კაპდევილა, დევიდ ჯეიმსი, რობერტ პირესი და ფრედი ლიუნგბერგი ითამაშებენ.
ტურინირი კომერციული სახის იქნება და სექტემბრიდან ოქტომბრამდე გაიმართება. ჩემპიონატი აშშ-ს MLS-ის მსგავსად ჩატარდება. სუპერლიგაში სათამაშოდ რვა ინდურმა კლუბმა ადგილი უნდა შეიძინოს და საკუთარ შემადგენლობაში მინიმუმ ერთი ცნობილი ფეხბურთელი მიიწვიოს. ჯამში კი ყოველ კლუბს მაქსიმუმ რვა ლეგიონერის მიწვევის უფლება აქვს.