WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (193963) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

უგოლო ფრე და თბილისური მატჩის მოლოდინი

თარიღი: ივლისი 31, 2014

დღეს, ბაქოში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ადგილობრივ “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან ინიციატივა მასპინძლებმა მოიპოვეს და ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლნენ. თავის მხრივ “ჩიხურა” თავს საკმაოდ ორგანიზებულად იცავდა და მეტოქეს რეალური საგოლე მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდა. ფრუიძემ გუნდი მეორე ნომრად ათამაშა, რასაც ფეხბურთელებმა თავი კარგად გაართვეს.

მეორე ნახევარში “ნეფთჩი” უფრო აგრესიული გახდა. ტაიმის დასაწყისში ბაქოელებს ორი საკმაოდ კარგი მომენტი შეექმნათ, თუმცა ქვილითაია დამაჯერებელი იყო. მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა.

57-ე წუთზე საჯარიმოს ფარგლების გარედან ვობაი ძლიერი დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას – ბაქოელთა ლეგიონერს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ბურთი ხარიხამ მოიგერია. 2 წუთში გატანა ჯირაურს შეეძლო. მისი დარტყმული მცველს მოხვდა და “ჩიხურამ” კუთხურის უფლება მოიპოვა, მაგრამ ოდიკაძეს ჩაწოდებას ხიფათი არ მოჰყოლია. ამის შემდეგ თამაშის ტემპი დაეცა. ტერიტორიულ უპირატესობას კვლავინდებურად “ნეფთჩი” ინარჩუნებდა, თუმცა “ჩიხურას” საჯარიმოში სიმწვავემ მნიშვნელოვნად იკლო.

75-ე წუთზე მატჩის ერთ-ერთი ყველაზე რეალური მომენტი შეიქმნა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ “ჩიხურას” კარში გოლის გატანის საშუალება ფლავინიოს მიეცა. ქვილითაიამ ბურთი ფეხით მოიგერია და საკუთარი გუნდის გადარჩენა შესძლო.

79-ე წუთზე გოლის გატანა გაბედავას შეეძო. საჩხერელთა შემტევის ძლიერ დარტყმას სიზუსტე დააკლდა.

დარჩენილ დროში რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა. შედეგად, ლოგიკური 0-0 და 7 აგვისტოს გასამართი თბილისური მატჩის მოლოდინი.

ნეფთჩი 0-0 ჩიხურა

ნეფთჩი: სტამენკოვიჩი, კარდოსო, ბერტუჩი, იონუსზადე, კაუე, აბდულაევი (მესიმოვი 67′), რამოსი, სეიდოვი (იმამვერდიევი 82′), ვობაი, ნფორი (გურბანოვი 72′), ფლავინიო.

მწვრთნელი: ბიუქა გაჯიევი

ჩიხურა: ქვილითაია, ოდიკაძე, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, დათუნაიშვილი, დეკანოიძე (ჩიკვაიძე 90′), კორიფაძე (ჭელიძე 80′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე.

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე



მსგავსი სიახლეები