ზრუნვა ფულზე, თუ გუნდზე?
“მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელები, გლეიზრეთა ოჯახი ვან გაალს აფრთხილებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეორედ ზედიზედ გაუსვლელობა კლუბის ფინანსებზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.
გასული სეზონი “წითელმა ეშმაკებმა” მე-7 ადგილზე დაასრულეს. “წითლების” ქომაგების იმედი კი მიმდინარე სეზონში ძირითადად ლუი ვან გაალზე ემყარება.
ოთხეულში დაბრუნების იმედი აქვთ გლეიზერების ოჯახსაც და საქმე მხოლოდ ამ ტურნირზე არსებულ პრიზებში არაა.
თუ კი “იუნაიტედი” კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩება ჩემპიონთა ლიგის გარეშე, Adidas-სთან მოქმედი კონტრაქტი, რომელიც 2015 წელს შედის ძალაში, 30%-ით ნაკლებად შემოსავლიანი იქნება – “ეშმაკები” 75 მლნ. ფუნტის ნაცვლად, მხოლოდ 52.5 მლნ. ფუნტს მიიღებენ.
“ევროპულ ტურნირებზე, განსაკუთრებით კი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის გათვალისწინებით, ჩვენ კლუბს ძალიან გაუჭირდება წამყვანი მოთამაშეების გადმობირება და ნიჭიერი ფეხბურთელების შენარჩუნება, ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბის, გულშემატკივრებისა, სპონსორებისა და კომერციული სპონსორების ნაწილისა.” – ციტირებს კლუბში საკუთარი წყაროს სიტყვებს Sky Sports.
წყარო:მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/