სუარესის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, ორ თვემდე შემცირდეს
“ბარსელონას” ახალწვეულის ლუის სუარესის დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, ოთხიდან ორ თვემდე შემცირდეს. უცხოური პრესის ცნობით აღნიშნული გადაწყვეტილება, შესაძოა, ლოზანის სპორტულმა არბიტრაჟმა მიიღოს, რომელიც “ბარსელონას” აპელაციას 8 აგვისტოს განიხილავს.
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუარესის 9-მატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება.
სასჯელის შემცირების შემთხვევაში ურუგვაელ ფორვარდს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა 14 სექტემბერს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მიეცემა.