ლამპარდი იჯარით „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს?
ცნობილი ბრიტანული გამოცემა „The Guardian“-სი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ფრენკ ლამპარდის „ნიუ-იორკ სიტიში“ დებიუტი, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გაიწელოს, რადგან მისი იჯარით აყვანის სურვილი „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას აქვს.
ამავე დროს „The Guardian“-ის ჟურნალისტთათვის „სიტის“ მხრიდან ინტერესი მოულოდნელია, რადგან „ჩელსის“ ხელმძღვანელები არ ვარაუდობდნენ, რომ ლამპარდი უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელებას შეძლებდა, მაშინ, როდესაც მანჩესტერელებს სხვა აზრი აქვთ.
გამოცემა ასევე იმაზეც წერს, რომ ამ ნაბიჯით „მანჩესტერ სიტი“, რომლის შემადგენლობაში უამრავი ლეგიონერი ირიცხება, გუნდის შემადგენლობის ინგლისელი ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს.
და ბოლოს, ფრენკის სამშობლოში დაბრუნებამ, შეიძლება, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის როი ჰოჯსონის ყურადღება მიიქციოს და მან ლამპარდს კვლავ საკუთარი გუნდის რიგებში უხმოს.