სპორტის სასახლეში მერიის თასი იწყება
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის სამზადის განაგრძობს. მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში 2,3 და 4 ივლისს თბილისის სპორტის სასახლეში მერიის თასი გაიმართება. საქართველოს დედაქალაქს დიდი ბრიტანეთის, ბელორუსის და მოლდოვას ნაკრებები ესტუმრებიან.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი შეკრება სლოვენიაში გაიართა, ხოლო სპარინგ-მატჩები მაკედონიასა და სლოვენიაში გამართა. გარდა ამისა, კოკოშკოვის გუნდი ლიტვასაც ესტუმრა, სადაც ადგილობრივ გუნდთან ორი შეხვედრა გამართა.
ტრავმების გამო ნაკრებს მიმიდნარე ცილკში მანუჩარ მარკოიშვილი და რიკი ჰიკმანი ვერ დაეხმარებიან. გუნდის საბოლოო შემადგენლობა თბილისის ტურნირის შემდეგ გაიმართება.
მერიის თასზე ჩვენი გუნდი შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე, ლევან ფაცაცია, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, ბესიკ ლეჟავა, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, ოთარ ფხაკაძე, ნიკა მეტრეველი, გიორგი შერმადინი, მიხეილ ჭოჭუა, ბექა წივწივაძე, გიორგი შარაბიძე, მიხეილ ბერიშვილი.
ჩვენი ვებ-გვერდი, როგორც კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი, მერიის თასს და შესარჩევი ციკლის მატჩებს მაქსიმალურად გააშუქებს.