ვან გაალს ევროპული გამოწვევა იზიდავს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი მოხარულია, რომ შანსი აქვს თავისი კლუბი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ევროპულ გრანდებთან გამოსცადოს.
მას შემდეგ, რაც იტალიურ გრანდებს “რომასა” და “ინტერს” გაუსწორდნენ, “წითლები” შაბათს “რეალს” უპისპირდებიან და ვან გაალი მოუთმენბლად ელოდება მათთან შეხვედრას.
ესპანელებთან მოპოვებული კიდევ ერთი გამარჯვება არა მხოლოდ ტურნირის ფინალში გაიყვანს კლუბს, არამედ თავდაჯერებულობას კიდევ უფრო გააზლიერებს 2014/2015 წლების სეზონის დაწყებამდე.
“ძალიან ბედნიერი ვარ. ეს მესამე შეხვედრაა და ჩვენ უდიდესი ნაბიჯები გადავდგით. მოხარული ვარ. რა თქმა უნდა ეს მოთამაშეებს თავდაჯერებულობას ჰმატებს და სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ახალი სისტემით ვთამაშობთ და ისინი ძალიან სწრაგად ეგუებიან მას.”
“ჩვენ იტალიის სერია ა-ს მეორე ადგილოსანს, “რომას” და მეხუთე ადგილოსანს, “ინტერს” ვეთამაშეთ. ისინი არ არიან პატარა კლუბები და მათი დამარცხება დიდებულია, ახლა “რეალის” დასამარცხებლადაც მზად ვართ. კარგია ასეთ დიდ კლუბებთან თამაში და მინიმუმ რასაც დაამტკიცებ ეს არის ის, რომ აჩვენო, შენც არ ხარ ნაკლები.” – განაცხადა ვან გაალმა.