დინამო U-15 მინსკის ტურნირზე გამოვა
13- დან 17 აგვისტოს ჩათვლით მისკში, საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდება. ცნობილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის- იური კურნენინის სახელობის მემორიალი წელს მეოთხედ გაიმართება და ტურნირში დინამო მინსკის U-15 გუნდის გარდა მონაწილეობას მიიღებენ: დინამო თბილისი, დინამო კიევი, დინამო მოსკოვი, სპარტა პრაღა, რუბინი ყაზანი, ლეგია ვარშავა და ჩერტანოვოს საფეხბურთო აკადემია (U-15 გუნდები). 2011 წელს სადებიუტო გათამაშებაში ჩემპიონის ტიტული ბელარუსის ნაკრებმა მოიპოვა. 2012 წელს დინამო მოსკოვმა აიღო პირველი ადგილი, ხოლო შარშანდელი გათამაშება ჩერტანოვოს აკადემიის ტრიუმფით დასრულდა.
ახალგაზრდა დინამოელები ლევან გვანცელაძის ხელმძღვანელობით მინსკში 12 აგვისტოს გაემგზავრებიან. კურნენინის მემორიალზე 20 დინამოელი მიიღებს მონაწილეობას: აკაკი სამსონია, დავით კიკალიშვილი, გიორგი კუცია, ლუკა ქაფიანიძე, საბა ჯიქია, ლაშა გურგენიძე, გიორგი ცერცვაძე, გიორგი თაგვაშვილი, თორნიკე კოკაია, გიორგი სართანია, თამაზ ბაბუნაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა, ლუკა გუგეშაშვილი, ლევან ხარაბაძე, მიხეილ ერგემლიძე, გოგა ლურსმანაშვილი, არჩილ ბასარია, ზურაბ ცხოვრებაძე და გიორგი ხარშილაძე.
fcdinamo.ge