“სასკოს” ამბიციური გეგმები
პირველი ლიგის ბინადარ “სასკოს” მოდმევნო სეზონში ამბიციური გემგები ექნება. კლუბში დიდი ცვლილებები მოხდა. Fanebi.com “სასკოს” მმართველს, გიორგი შანიძეს დაუკავშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
– “სასკოს” სახით პირველ ლიგაში ძლიერი გუნდის შექმნა გადავწყვიტეთ. ჩვენი სპონსორი სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია “ერკე” იქნება. მომდევნო სეზონში “სასკოს” ღირსებას საკმაოდ ბევრი ცნობილი სახე დაიცავს. ჩვენთან ითამაშებენ: ლექსო ინწკირველი, შოთა ჯიქია, ჯაბა ბერიანიძე, გელა ხუბუა, გიორგი ქუცურუა, ზურა ძამსაშვილი, თორნიკე სტეფნიაშვილი და უჩა ბურძენაძე. ასევეე “სასკოში” არიან მეკარეები ადამია და ლეგაშვილი. დამეთანხმებით, რომ პირველი ლიგის კვალობაზე საკმაოდ კარგი შემადგნელობაა. გუნდში მხოლდო ერთი ლეგიონერი გვყავს. ეს ახალგაზრდა კოტ დივუარელი მოთამაშე ალანია.
– საშინაო მატჩებს სად ჩაატარებთ?
გუნდი “ავაზაზე” ივარჯიშებს, ხოლო პირველი ლიგის ოფიციალურ მატჩებს 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე ჩავატარებთ.
– ვინ უხელმძღვანელებს “სასკოს” ახალ სეზონში?
– მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი სპეცილისტი, თემურ მახარაძე მოვიწვიეთ. მისი ასისტენტი გიორგი გოგიჩაიშვილი იქნება.
– რა მიზნები ექნება თქვენს კლუბს ახალ სეზონში?
– უმაღლეს ლიგაში თამაშის დიდი სურვილი გვაქვს.
– პირველ ლიგაში მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
– კონკურენტები “მაჭახელა”, “საბურთალო” და “ლოკომოტივი” იქნებიან. თუმცა, ჩემია ზრით, მთავარი ბრძოლა მაინც “მაჭახელასთან” გვექნება.
– “სასკოს” სამომავლო მიზნებზე რას გვეტყვით?
– სამომავლოდ იგეგმება სკოლის გახსნა. ასევე გვყავს ფუტსალის და პლაჟის ფეხბურთის გუნდები.