ორბელაძე მერანში გადავიდა
გამოცდილი მცველი სერგი ორბელაძე კარიერას მარტვილის “მერანში” გააგრძელებს. ინფორმაციას მარტვილური კლუბის ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
32 წლის ფეხბურთელს საქართველოს მრავალ გუნდში უთამაშია. გარდა ამისა, ორბელაძე მოლდოვური “დაჩიას” და აზერბაიჯანული “სტანდარტის” ღირსებასაც იცავდა. მისი ბოლო გუნდი გორის “დილა” იყო.
უმაღლესი ლიგის განვლილ გათამაშებაში ორბელაძემ 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.