ნაკრების მზადება და ევროპაბეთის საჩუქარი კალათბურთის გულშემატკივარს
საქართველოს საკალთბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დაწყებამდე ღია ვარჯიში გამართა. ევროშესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს ქართველი კალათბურთელები 10 აგვისტოს, ჩეხეთის გუნდთან გამართავენ.
სპეციალურად შესარჩევი მატჩებისთვის ევროპაბეთმა საგანგებო აქცია მოაწყო, რომელზეც კომპანიის წარმომადგენელი, ავთანდილ ობოლაძე გვესაუბრა.
“ტურნირის ყველა, საშინაო და გასვლითი მატჩების დროს მომხმარებელს თავად ექნება იმ პოზიციის შექმნის საშუალება, რომელზეც ფსონი განხორციელება მოუნდება.
რა თქმა უნდა, ყველა ფსონს ვერ მივიღებთ. ბუკმეიკერები შემოსულ ვარიანტებს განიხილავენ და საუკეთესოებს პროგრამაში განათავსებენ. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს გამოვლინდება ხუთი საუკეთესო პოზიციის ავტორი, რომლებსაც პრიზის სახით გადაეცემათ ბურთები ნაკრების მოთამაშეების ავტოგრაფებით”.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ კალათბურთელებსაც გავესაუბრეთ და ნაკრების შანსების შეფასება ვთხოვეთ.
გიორგი ცინცაძე: “მოლოდინი დიდი გვაქვს. ორი თვეა ვემზადებით და ერთი სული გვაქვს როდის ვითამაშებთ პირველ შეხვედრას. ტრავმირებული მოთამაშეების გამო გუნდში პრობლემებია. გარკვეული ხარვეზები შეთამაშების მხრივ გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია და გუნდური თამაშით გამაჯრვების კარგი შანსი გვაქვს.
ნადმვილად ბევრი ახალგაზრდაა, რაც საკმაოდ კარგია. გუნდს გადახალისება სჭირდება. ისინი ამტკიცებენ, რომ მაღალი დონის მოთამაშეები არიან და შეუძლიათ საქართველოს ნაკრებში თამაში”.
დუდა სანაძე: “მოსამზადებელ პერიოდს დადებითად შევაფასებ. სლოვენიაში ძალიან კარგ პირობებში ვემზადებოდით. შესარჩევისთვის მზად ვართ და იმედია ჯგუფის ფავორიტის სტატუსს გავამართლებთ.
მთავარი კონკურენტი ჩეხეთია. ამიტომ, პირველ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გულშემატკივრებს ბრძოლას ვპირდებით”.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები