ასლან ბალაძე: “უმაღლესი ლიგის გუნდმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას”
“მეტალურგი” – “დინამო ბათუმის” დასრულების შემდეგ მატჩი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა, ასლან ბალაძემ შეაფასა.
ასლან ბალაძე: “თამაშით უკმაყოფილო ვარ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. დღვანდელ მატჩი თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. უმაღლესი ლიგის გუნდმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას.
პირველი ტაიმის შემდეგ ცენტრალური ხაზის გაძლიერება მუჯირის შემოყვანით ვცადეთ, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და სამწუხაროდ დავმარცხდით. “მეტალურგს” გამარჯვებას ვულოცავ”.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტო