რონენ გინსბურგი: “დარბაზში შესანიშავი ატმოსფერო იყო”
საქართველო – ჩეხეთის დასრულების შემდეგ მატჩი ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონენ გინსბურგმა და სტუმართა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ პატრიკ აუდამ შეაფასეს.
პატრიკ აუდა: „საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო. მეტოქემ ჩვენზე უკეთ იბრძოლა და ბოლოში შესძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და გამარჯვება”.
რონენ გინსბურგი: “ვულოცავ საქართველოს ნაკრებს. დღეს დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ვფიქრობ, რომ პირველი 30 წუთი კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბოლოს დასანანი შეცდომები დავუშვით, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. ბევრი თავისუფალი ბურთი ავაცილეთ.
დღევანდელი მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადოთ. ჩვენი გუნდების განმეორებითი დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. დღევანდელ შეხვედრაში კარგად შევისწავლეთ ერთმანეთი. სამწუხაროდ რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, თუმცა არსებული შემადგენლობის გვჯერა.“