“ბორუსიამ” გერმანიის სუპერთასისთვის ბრძოლაში “ბაიერნს” აჯობა
13 აგვისტოს, “სიგნალ-იდუნა-პარკზე” გერმანიის სუპერთასისთვის ერთმანეთს დორტმუნდის “ბორუსია” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.
მატჩი იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 23-ე წუთზე ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა, 62-ე წუთზე კი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მანუელ ნოიერის კარში მეორე გოლი გაიტანა. “ბაიერნისთვის” წაგებასთან ერთად ცუდი ის მოხდა, რომ ხავი მარტინესმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცით მოუხდა. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია დაზიანება.
აღსანიშნავია, რომ “ბორუსია” გერმანიის სუპერთასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა, შარშანაც “ბაიერნი” დაამარცხა.
გერმანიის სუპერთასი
“ბორუსია” (დორტმუნდი) — “ბაიერნი” 2:0 (1:0)
“ბორუსია”: ლანგერაკი, პიშჩეკი, გინტერი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი (დურმი 46′), ჰოფმანი, კირხი (ბენდერი 85′), კელი, მხითარიანი, ობამეიანგი (რამოსი 63′), იმობილე.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
“ბაიერნი”: ნოიერი, ალაბა, ბოატენგი, ხავი მარტინესი (დანტე 31′), როდე, ჰოიბიერგი (გიოტცე 59′), ბერნატი, მიულერი (ლამი 46′), გაუდინო, ლევანდოვსკი, შაქირი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: მხითარიანი 23′, ობამეიანგი 62′.
გაფრთხილებები: ჰოიბიერგი 45′, ბოატენგი 73′, ლამი 82′.
მთავარი მსაჯი: პეტერ გაგელმანი (ბრემენი).